admin 0 Comments

EI – ემოციური ინტელექტის განსავითარებელი კურსი

პერიოდი

განრიგი
ორშაბათი 19.00 – 21:00
შაბათი 12:00 – 14:00

ფასი
950 ლარი

ფიზიკური დასწრება:  სასტუმრო „სტამბას“ შეხვედრების ოთახი – მისამართი: მ.კოსტავას N14

 ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ვისაც სურს საკუთარი ემოციური ინტელექტის განვითარება.
ემოციური ინტელექტის განვითარება არის  ჯანსაღი ურთიერთობების, პირადი განვითარების და წარმატების საფუძველი.
კურსის დამთავრების შემდეგ პიროვნება გაცილებით თავდაჯერებული იქნება ყოველდღიურ სტრესულ პირად და პროფესიულ გარემოში

 

მიმოხილვა

თანამედროვე სამყაროში ემოციური ინტელექტის განვითარება უფრო მეტადაა საჭირო, ვიდრე ოდესმე, რადგან წარმატებას მხოლოდ ცოდნა და IQ აღარ განაპირობებს.

თანამედროვე ლიდერი ვეღარ არის მხოლოდ ბრძანებების გამცემი — საჭიროა, რომ იგი იყოს ემპათიური, მოტივატორი და შთამაგონებელი. ეს სწორედ ემოციური ინტელექტის განვითარებით მიიღწევა, როგორც საშუალებით, გაზარდო საკუთარი კონკურენტუნარიანობა და მოიპოვო წარმატება.

ემოციური ინტელექტის განვითარების კურსის განმავლობაში მონაწილეები შეავსებენ საერთაშორისო პრაქტიკაში  მიღებულ და მოწინავე სახელმძღვანელოებიდან ადაპტირებულ ტესტებს, რომელთა შედეგებით მოხდება ინდივიდუალური პროგრესის ანალიზი და გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები ინტელექტის დონის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელს მიეცემა შესაძლებლობა მნიშვნელოვნად განვითარებული ემოციური ინტელექტის მეშვეობით შეცვალოს როგორც პირადი, ისე პროფესიულ ცხოვრება, რადგან ემოციური ინტელექტი ეხმარება:

  • უკეთ შეიცნო საკუთარი ემოციები, საჭიროებები და მოტივაციები,
  • მოიპოვო კონტროლი საკუთარ ქცევაზე და მიიღო უკეთესი გადაწყვეტილებები,
  • მშვიდად იმოქმედო სტრესულ სიტუაციებში,
  • ადვილად არ დაკარგო წონასწორობა, რაც გაგიძლიერებს ფსიქოლოგიურ მდგრადობას,
  • უკეთ გაიგო სხვების გრძნობები (ემპათია),
  • აიმაღლო სხვების ურთიერთგაგება, გაზარდო ნდობა და შეამცირო კონფლიქტები,
  • სწორად გამოხატო საკუთარი ემოციები და გაიგო სხვისი პოზიცია,
  • გააუმჯობესო თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა,
  • მაღალი ემოციური ინტელექტი ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე IQ, განსაკუთრებით ხელმძღვანელ პოზიციებზე,
  • ლიდერი, რომელიც ემპათიურია და სწორად მართავს ემოციებს, უფრო შთამაგონებელი და ეფექტურია,
  • იგი გეხმარება უკეთ გაუმკლავდე სტრესს და ნაკლებად განიცადო დეპრესია,
  • გახდე უფრო პოზიტიური და კმაყოფილი შენი ცხოვრებით.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ:

  • სერტიფიკატს “ინტელექტის აკადემიისგან”;
  • 20%-იან ფასდაკლებას აკადემიის სხვა კურსებზე („IQ“ და „AI“).

 

შინაარსი

10 ლექცია  (თეორია და პრაქტიკა) ჯამში 20 საათი

  1. შესავალი:
  • ტერმინის განმარტება – რატომ არის მნიშვნელოვანი ემოციების გაგება.
  • რა არის ემოციური ინტელექტის არსი.
  • ემოციური ინტელექტის წარმოშობა – საიდან მოდის ეს ცნება.
  1. დანიელ გოულმანის მოდელი – 5 ძირითადი კომპონენტი.
  2. თვითშეგნება (საკუთარი ემოციების ამოცნობა) და თვითრეგულაცია (ემოციების მართვის უნარი).
  3. მოტივაცია (შინაგანი ენერგია და მიზნები) და ემპათია (სხვისი გრძნობების გააზრება).
  4. ემოციური ინტელექტი vs IQ – განსხვავებები და ურთიერთკავშირი.
  5. ემოციური ინტელექტის როლი სამუშაოში:
  • ემოციური ინტელექტის როლი გუნდურ მუშაობაში.
  • ემოციური ინტელექტი და ლიდერობა.
  • სოციალური უნარები (ურთიერთობის და ლიდერობის უნარი).
  1. ემოციური ინტელექტის განვითარება – პრაქტიკული ნაბიჯები.
  2. გარდამტეხი უნარები (soft skills).
  3. ქეისის მაგალითი – ემოციების მართვის რეალური შემთხვევა.
  4. მომავლის გეგმები: ემოციური ინტელექტი, როგორც პროფესიული წარმატების საფუძველი.

დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ან/და გაიარეთ რეგისტრაცია:

Created by Studio FD