admin 0 Comments

ინტელექტის (IQ-ს) განსავითარებელი კურსი

პერიოდი
15 ნოემბერი 2025
9 დეკემბერი 2025

განრიგი – ჰიბრიდული
სამშაბათი 19.00 – 21:00
შაბათი 12:00 – 14:00

ფასი
850 ლარი

დასწრება:  სასტუმრო „სტამბას“ შეხვედრების ოთახი – მისამართი: მ.კოსტავას N14

 ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია 15 წლიდან ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ვისაც სურს საკუთარი IQ-ს დონის  შემოწმება და განვითარება. კურსის მიზანია მსმენელის /კურსის მონაწილის ინტელექტუალური განვითარება.

კურსი განსაკუთრებით დიდ სარგებელს მოუტანს იმ ადამიანებს, რომლებსაც უწევთ ისეთი ტესტებისა და გამოცდების ჩაბარება, როგორიც არის სასკოლო გამოცდები,  ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ეროვნული გამოცდები და უნარების ტესტები ან/და   საერთაშორისო უნივერსიტეტებში მისაღები GMAT, GRE და მსგავსი ტესტები, ასევე, სამსახურებში არსებული სხვადასხვა ტესტები და გამოცდები. ამასთან სხვადასხვა ტიპის IQ ტესტების დაწერისა და ანალიზის შედეგად შესაძლებელია მოსწავლისთვის რჩევის მიცემა, იმის შესახებ თუ რომელ პროფესიაში ექნება კონკურენტული უპირატესობა  და რომელ მიმართულებით აქვს განსაკუთრებული ნიჭი.

კურსი ეხმარება მის დამსწრეებს განუვითარდეთ ინტელექტის დონე (IQ), ასევე ტესტის წერის კულტურა, გამძლეობა  და ხანგრძლივ პერიოდში კრიტიკული აზროვნების უნარი, მათ შორის ე.წ. „OUT OF BOX” აზროვნება და პრობლემების მოსაგვარებლად აღმოაჩინონ და შეისწავლონ მათთვის ახალი მეთოდები.

კურსის დამთავრების შემდეგ პიროვნება გაცილებით გონებაგახსნილი და თავდაჯერებული იქნება ყოველდღიურ სტრესულ სასწავლო და სამუშაო გარემოში.

 

კურსის ხელმძღვანელი

ავთანდილ (ათული) ლილუაშვილი
ფილოსოფიის დოქტორი – PhD

ავთანდილ (ათული) ლილუაშვილი არის ფინანსებისა და რისკების მართვის პროფესიონალი, რომელსაც აქვს 17 წელზე მეტი მრავალმხრივი გამოცდილება საბანკო, საფინანსო და რისკების მართვის სფეროში, აქედან 9 წელზე მეტი ხელმძღვანელ პოზიციაზე.

2020-2025 წლებში მიენიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. -Ph.D თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

2017-2018 წლებში მას მიღებული აქვს ფინანსების მაგისტრის ხარისხი ბარსელონის EADA ბიზნეს სკოლიდან, პროგრამა, რომელიც Financial Times-ის მიერ მსოფლიოს საუკეთესო საფინანსო სამაგისტრო პროგრამას შორის არის დასახელებული.

2013-2015 წლებში მიღებული აქვს MBA ხარისხი ევროპის მენეჯმენტის სკოლიდან – ESM.

2006-2010 წლებში მინიჭებული აქვს ბიზნესისა და ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

მას გამოცემული აქვს მონოგრაფია და არის ავტორი არა-ერთი სამეცნიერო სტატიისა, რომლებიც გამოქვეყნებული ქართულ და უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში.

მეტი დეტალებისთვის იხილეთ:

 

მიმოხილვა

თანამედროვე სტრესულ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ გარემოში, ბიზნესში, სასწავლო პროცესსა თუ სამსახურში წარმატებისთვის  მნიშნველოვანია პიროვნება იყოს ინტელექტუალი რაც მას მისცემს საშუალებას გაზარდოს მისი კონკურენტუნარიანობა ყველა მიმართულებით და მოიპოვეს კონკურენტული უპირატესობა ნებისმიერი სახის მოლაპარაკებისა თუ საქმის წარმართვის პროცესში. კურსის მიზანია მსმენელის ინტელექტუალური განვითარება.

 

კურსის განმავლობაში მისი  მონაწილეები დაწერენ საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულ და მოწინავე სახელმძღვანელოებიდან ადაპტირებულ ტესტებს, რომლების შედეგებსაც განიხილავენ და ტესტების ამოხსნის მეთოდებს შეისწავლიან.  ყოველი ტესტის შედეგები გაიზომება ლექციიდან – ლექციამდე, შემდეგ ინდივიდუალურად მოხდება პროგრესის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა მომავალში ინტელექტის დონის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის.

 

კურსის გავლის შემდეგ მსმენელი გაცილებით ინტელექტუალი პიროვნება უნდა გახდეს, რაც მის ყოველდღიურ ცხოვრებაში, სწავლასა თუ სამუშაო გარემოში მისი პროდუქტიულობის ზრდაში გამოიხატება:

  • კურსის დასაწყისში მსმენელი შეამოწმებს თავის ინტელექტის  დონეს/კოეფიციენტს – IQ-ს;
  • აღმოაჩენს, რომ ყველაზე ჭკვიანი (Smart) არ არის, თუმცა შესაძლოა ჯგუფში ყველაზე ჭკვიანიც აღმოჩნდეს;
  • კურსის ფარგლებში მოხდება მსმენელის ემოციური ინტელექტის  –  EI გაზომვაც;
  • კურსის დამთავრებისას მსმენელი ხელახლა შეამოწმებს, ნახავს თუ როგორ განუვითარდა ინტელექტის  დონე /კოეფიციენტი – IQ;
  • განავითარებს რთული და ხანგძლივი ტესტის წერის კულტურას;
  • განავითარებს  კრიტიკული აზროვნების უნარს სტრესულ გარემოში;
  • ისწავლის „OUT OF BOX” აზროვნებას და აღმოაჩენს პრობლემების მოგვარების ახალ მეთოდებს;
  • კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელი უნდა იყოს  გაცილებით გონებაგახსნილი და თავდაჯერებული ყოველდღიურ ცხოვრებისეულ და პროფესიულ გარემოში.

 

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ:

  • სერტიფიკატს “ინტელექტის აკადემიისგან”;
  • ინდივიდუალურ რეკომენდაციებს შემდგომი განვითარებისათვის;
  • 20%-იან ფასდაკლებას აკადემიის სხვა კურსებზე („EI“ და „AI“).

 

შინაარსი

თეორიული ნაწილი:

 ინტელექტის კოეფიციენტი / დონე –  IQ

  • რა არის  ინტელექტის კოეფიციენტი /დონე – IQ?
  • რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
  • რა სირთულეების დაძლევაში დაეხმარება მაღალი ინტელექტის კოეფიციენტის / დონის განვითარება?

ემოციური ინტელექტი – EI

  • რა არის  ემოციური ინტელექტი – EI ?
  • რატომ არის ის მნიშვნელოვანი ?
  • რა სირთულეების დაძლევაში დაეხმარება მაღალი ემოციური ინტელექტი – EI განვითარება?

პრაქტიკული ნაწილი:

  • IQ-ს პირველადი გაზომვა – ტესტირება;
  • EI-ს პირველადი გაზომვა – ტესტირება;
  • IQ-ს განსავითარებელი სხვადასხვა სიძლიერის ტესტების წერა ჯამში 8 ტესტი;
  • IQ-ს ტესტების შედეგების განხილვა და ტრენერთან ერთად მათი ამოხსნა;
  • IQ-ს  ტესტების ამოხსნის სხვადასხვა მეთოდების შესწავლა;

დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ან/და გაიარეთ რეგისტრაცია:

Created by Studio FD