ჩვენს შესახებ
ჩვენ დაგანახებთ იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ !!!
ინტელექტის აკადემიის მისიაა საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნების ხარისხის გაუმჯობესება და ამით ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა.
ჩვენი მიზანია ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გადაცემით პიროვნების ტრანსფორმაცია ინტელექტუალად.
კურსები აგებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით.
კურსებს უძღვებიან დარგის წამყვანი პრაქტიკოსი სპეციალისტები, პროფესორები და ლექტორები.
ავთანდილ (ათული) ლილუაშვილი არის ფინანსებისა და რისკების მართვის პროფესიონალი, რომელსაც აქვს 17 წელზე მეტი მრავალმხრივი გამოცდილება საბანკო, საფინანსო და რისკების მართვის სფეროში, აქედან 9 წელზე მეტი ხელმძღვანელ პოზიციაზე. 2020-2025 წლებში მიენიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. -Ph.D თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. |
ლევან ჯიბუტს 2005 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული აქვს ფიზიკის ბაკალავრის, ხოლო 2007 წელს ფიზიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2008-2011 წლებში მუშაობდა სადოქტორო დისერტაციაზე საფრანგეთში, გრენობლის ინტერდისციპლინარული ფიზიკის ლაბორატორიაში, სადაც გრენობლის უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა ფიზიკის დოქტორის (PhD) აკადემიური ხარისხი.
2012-2015 წლებში მუშაობდა ასისტენტ-მკვლევარის (post-doc) პოზიციაზე გერმანიაში, ბაიროითის უნივერსიტეტში, სადაც ჩართული იყო როგორც სამეცნიერო კვლევით, ასევე პედაგოგიურ საქმიანობაში.
2015 წლიდან კითხულობდა სალექციო კურსებს პროგრამირების ენებზე IT აკადემია STEP-ში.
2018 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
ლევანს აქვს კომპიუტერული მოდელირების, პროგრამირების (Back-end developer) და მონაცემთა რაოდენობრივი ანალიზის მრავალწლიანი გამოცდილება.
ის ამჟამად არის საქართველოს საპენსიო ფონდის რისკების უფროსის მოადგილე. ლევანი 2019 წელს რისკის კონტროლის ანალიტიკოსის პოზიციაზე შეუერთდა საპენსიო ფონდს. ასევე იკავებდა რისკის რაოდენობრივი ანალიტიკოსის (Quantitative Risk Analyst) პოზიციას.
თინათინ ბოჭორიშვილმა 1981 წ. წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1982-85 წლებში გაიარა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დასწრებული სწავლების ასპირანტურა და მოამზადა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც დაიცვა 1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 1997 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშივე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 35 წლის განმავლობაში თინათინ ბოჭორიშვილი ასწავლიდა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიპლომატიურ აკადემიაში, პოლიტოლოგიის, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის და რელიგიათმცოდნეობის დამოუკიდებელ ინსტიტუტში, საქართველოს უნივერსიტეტსა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებში: პოლიტოლოგიის ინსტიტუტში (მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი) და ფილოსოფიის ინსტიტუტში (მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი). გამოქვეყნებული აქვს სამი მონოგრაფია და 40-დე სამეცნიერო სტატია საქართველოსა და უცხოეთში. თინათინ ბოჭორიშვილი იყო საქართველოს განათლების სამინისტროს სსიპ ქართველოლოგიის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (რუსთაველის) ფონდის დირექტორი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და გენერალური დირექტორის მოადგილე. თინათინ ბოჭორიშვილს აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებაც. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოებში კურსდამთავრებულთა კოორდინატორად, ამერიკის უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის შესწავლის ცენტრის საზაფხულო სკოლის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორად, მსოფლიო ბანკის პროექტის ექსპერტად, ამერიკის განათლების განვითარების აკადემიის აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ზოგადი განათლებისა და დეცენტრალიზაციის პროექტის ექსპერტად. მუშაობდა საერთაშორისო მკვლევართა ვუდრო ვილსონის ცენტრში (Woodrow Wilson Center for International Scholars) აშშ, ვაშინგტონში, როგორც მკვლევარი, ერთსაათიანი პირდაპირი ეთერი ჰქონდა ამერიკის ტელევიზიით – საქართველოს გეოპოლიტიკა. იყო მიწვეული კათოლიკური უნივერსიტეტის პოლიტიკის კვლევის ცენტრში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯ. ფ. კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში, ჯორჯ მეისონის, ჯონს ჰოპკინსის და ამერიკულ უნივერსიტეტებში. არაერთი გამოსვლა ჰქონდა ამერიკის ხმის ეთერით საქართველოს გეოპოლიტიკაზე, ნავთობსადენის პერსპექტივებზე და ა.შ. რამდენჯერმე მიწვეული იყო და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ინტერვიუები ჰქონდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში, მშვიდობის ინსტიტუტში, მსოფლიო ბანკში. მონაწილეობა მიიღო ასზე მეტ საერთაშორისო კონფერენციას, სემინარსა და კონგრესის მუშაობაში, მათგან 32-ზე იყო მომხსენებელი. დიდი ბრიტანეთის სამეფო აკადემიის მოწვევით თინათინ ბოჭორიშვილმა ორი თვე საჯარო ლექციების კურსი წაიკითხა ლონდონსა და მანჩესტერის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტში და სტაჟირება გაიარა საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრში. 1998 წელს მან დაარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის მშვიდობის კვლევის ასოციაცია“, რომლის პრეზიდენტი იყო ასოციაციის დახურვამდე. ამ ორგანიზაციამ რამდენჯერმე გრანტი მოიპოვა საფრანგეთის/შვეიცარიის ორგანიზაციისაგან „შარლ ლეოპოლდ მეიერის ფონდი კაცობრიობის პროგრესისათვის“. თინათინ ბოჭორიშვილი წლების მანძილზე იყო მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიული ორგანიზაციის წევრი: • პროფესორთა მსოფლიო მშვიდობის აკადემიის წევრი (აშშ), • მერილენდის უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო ორგანიზაციის “ქალები საერთაშორისო უსაფრთხოებაში” წევრი (აშშ), • “მშვიდობის ეროვნული ფონდის” წევრი (აშშ), • საერთაშორისო ორგანიზაციის “დიალოგი კაცობრიობის პროგრესისათვის“ წევრი (საფრანგეთი/შვეიცარია), • ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის ორგანიზაციის „ქალები მშვიდობისათვის“ წევრი (აშშ). ამჟამად თინათინ ბოჭორიშვილი არის ამერიკული სამეცნიერო ჟურნალის “მსოფლიო მშვიდობის„ საერთაშორისო სარედაქციო საბჭოს წევრი, ხოლო 3 წლის მანძილზე იყო რედაქტორის მოადგილე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის – “ევრაზიული კვლევანი”. თინათინ ბოჭორიშვილს მიღებული აქვს ჯილდოები და გრანტები : • საქართველოს პრეზიდენტის პირველი ხარისხის სტიპენდია, • ვერცხლის მედალი კემბრიჯიდან (დიდი ბრიტანეთი), • შ.ლ.მეიერის სახელობის ფონდისაგან (შვეიცარია-საფრანგეთი), • საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოებისაგან (აშშ), • ამერიკული უნივერსიტეტისაგან (აშშ), და • ჰარვარდის უნივერსიტეტისაგან (აშშ). სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
|
ჩვენთან ერთად:
- იგრძენი სხვაობა !!!
- გახდი დამოუკიდებელი !!!
- მოიპოვე თავისუფლება !!!
- შეიგრძენი შენი შესაძლებლობები !!!
- დაინახე შენი თავის ფასი !!!
- გარდაიქმენი თვითმყოფადად !!!
- შექმენი შენი მომავალი შენ თვითონ !!!
- იყავი განსხვავებული !!!
- გქონდეს შენი თავის იმედი !!!
- არ ეძებო სამსახური, შეიქმენი ის შენ თვითონ !!!
- არ იარო სხვისი გზით, გაკვალე შენი გზა !!!
- არ დარჩე წარსულში, მოემზადე მომავლისთვის !!!
- აიძულე მათ პატივი გცენ !!!