შეთავაზება კომპანიებს
ინტელექტის აკადემია კომპანიებს სთავაზობს შემდეგ აკადემიურ მომსახურებას:
- IQ დონის შემოწმება/ტესტირება კომპანიის თანამშრომლებისათვის.
- EI-ემოციური ინტელექტის შეფასება/დადგენა კომპანიის თანამშრომლებისათვის.
- AI-ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაცნობა და მათი პრაქტიკაში გამოყენების რეკომენდაციები როგორც ინდივიდუალური თანამშრომლის ყოველდღიურ საქმიანობაში, ასევე კომპანიის სხვადასხვა პროცესების ოპტიმიზირებისთვის.
- Team Building – გუნდის მშენებლობის ღონისძიებების განხორციელება ინტელექტუალური აქტივობების გამოყენებით.
- The DISC Framework – ე. წ. “DISC” ჩარჩო მეთოდოლოგიის განხორციელება:
აღნიშნული მეთოდოლოგია წარმოადგენს ადამიანური ქცევის მოდელს, რომელიც დაფუძნებულია William Moulton Marston-ის კვლევებზე. ის ინდივიდებს ოთხი ძირითადი ქცევითი სტილის მიხედვით ყოფს:
Dominance – დომინანტურობა (მკაცრი, შედეგზე ორიენტირებული სტილი, ლიდერი)
Influence – გავლენა (სოციალური, კომუნიკაბელური და მოტივაციის სტილი)
Steadiness – სტაბილურობა (მშვიდი, მხარდამჭერი და თანმიმდევრული სტილი)
Conscientiousness – კეთილსინდისიერება (პატიოსანი, ზუსტი და წესებზე ორიენტირებული სტილი)
აღნიშნული მეთოდი გვთავაზობს ხედვას ადამიანების ძლიერ მხარეებზე, სუსტ წერტილებზე, კომუნიკაციის უპირატეს სტილებსა და მოტივაციებზე, რაც ეხმარება როგორც საკუთარი თავის, ისე სხვის უკეთ გაგებაში. The DISC Framework-ის გამოიყენება სამუშაო გუნდის ფორმირებაში, კომუნიკაციის, ლიდერობისა და პიროვნული განვითარების გაუმჯობესებისთვის, იგი, აგრეთვე, სხვადასხვა სტილის გამოყენებით და მიდგომების ადაპტაციით გუნდური მუშაობის ეფექტიანობის ზრდას უწყობს ხელს.
შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური ტესტირებები და შეფასებები, ასევე გუნდის, ფილიალის ან/და კონკრეტული სტრუქტურული ერთეულების მიხედვით IQ-სა და EI-ის დონის დადგენა და შედეგების კორელაციური ანალიზი, როგორც ინდივიდუალურ, ასევე სტრუქტურული ერთეულის KPI-სთან.
ჩვენთან ერთად შეძლებთ თქვენი თანამშრომლების ტრანსფორმაციას ინტელექტუალებად. ასევე ჩვენ დაგეხმარებით გუნდის ან/და სტრუქტურული ერთეულის ფორმირებაში მათი ზოგადი და ემოციური ინტელექტის გათვალისწინებით.
თქვენზე მორგებული შეთავაზების მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
511 733 733 WhatsApp